MD: ტაკეფუსა კუბომ "ბარსელონა" დატოვა

MD: ტაკეფუსა კუბომ "ბარსელონა" დატოვა

Mundo Deportivo სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. კატალონიური გამოცემის ცნობით, იაპონელმა ვუნდერკინდმა, ტაკეფუსა კუბომ "ბარსელონას" დატოვება გადაწყვიტა.

ტაკეფუსა კუბო "ბარსელონაში" 2011/12 წლების სეზონში გადავიდა და "აველი ც"-ში ჩაირიცხა. პირველ სეზონში იაპონელის მიერ გატანილმა გოლებმა მის გუნდს ტიტულები მოუტანა. თუმცა, ბოლო ორ სეზონში, FIFA-ს სანქციის გამო, კუბოს ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. ორწლიანი ლოდინის შემდეგ, იაპონელმა "ბარსელონას" დატოვება და სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.

კუბო პირველი ფეხბურთელი არაა, რომელმაც "ბარსელონას" ახალგაზრდული სისტემა FIFA-ს სანქციის გამო დატოვა. პირველად ეს კაის რუისმა გააკეთა, რომელიც იანვარში პსჟ-ში გადავიდა. კატალონიურ კლუბში რჩება კიდევ 7 ფეხბურთელი, რომლებსაც "ბარსელონას" მაისურით ოფიციალურ მატჩებში თამაშის უფლება არ აქვთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 41 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.