ტაკეფუსა კუბოს "ბარსელონაში" დანრუნება ვერ ხერხდება
იაპონელი ამომავალი ვარსკვლავი ტაკეფუსა კუბო "ბარსელონაში" დაბრუნებას უფრო და უფრო შორდება.
კუბო 10 წლის იყო, როდესაც "ბარსელონას" აკადემიას შეუერთდა და იქ 4 წელი გაატარა. იაპონელ ვუნდერკინდს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ეს დღემდე გრძელდება. კუბოს "ბარსელონას" დატოვება 2015 წელს მოუხდა - FIFA-მ კატალონიელებს ბრალი ახალგაზრდა ფეხბურთელების ტრანსფერების წესების დარღვევაში დასდო და უკანონოდ დამატებულ ფეხბურთელებს "ბლაუგრანაში" თამაში აუკრძალა. ამის შემდეგ, კუბო იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო.
ტაკეფუსა კუბო ახლა უკვე 17 წლისაა. ბოლო დროს, "ბარსელონამ" მის აგენტებთან მოლაპარაკება 4-ჯერ სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ფეხბურთელს ახალი აგენტები ჰყავს, რომლებიც ზედმეტად დიდ ხელფასსა და პირველ გუნდში თამაშს ითხოვენ. "ბარსას" კუბოს პოტენციალის სჯერა, მაგრამ ამ პირობებზე დათანხმებას არ აპირებს.
პარალელურად, აგენტმებმა ფეხბურთელი მადრიდის "რეალსა" და "პარი სენ-ჟერმენს" შესთავაზეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]