დუნგა: "ბარსელონასა" და ბრაზილიას ერთმანეთის მსგავსი ფილოსოფია აქვთ"

დუნგა: "ბარსელონასა" და ბრაზილიას ერთმანეთის მსგავსი ფილოსოფია აქვთ"

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დუნგა "ბარსელონაზე" საუბრობს და აცხადებს, რომ კატალონიელებს მისი გუნდის მსგავსი ფილოსიფია აქვთ.

"ბარსელონას" ფილოსოფია ბრაზილიისას ძალიან ჰგავს. ნეიმარი, კლუბში თამაშის დროს, უბრალოდ ბრწყინვალეა. ალვესი და ადრიანოც შესანიშნავად გამოიყურებიან.

კარგია, რომ "ბარსელონას" ყველაფერი რიგზე აქვს. კატალონიელების დინამიკა დადებითია. სეზონის სტარტზე გარკვეული პრობლემემი იყო, მაგრამ ახლა გუნდი ლა ლიგას 4 ქულით ლიდერობს.

"ბარსელონა" მაღალი დონის გუნდია, სადაც შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ და სადაც მუშაობისთვის ძალიან კარგი ატმოსფეროა შექმნილი."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.