ნეიმარი: "არ ვიცი, ვინაა მედელი"
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ნეიმარმა, მილანის "ინტერის" ჩილელ ნახევარმცველზე, გარი მედელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საერთოდ არ იცის თუ ვინაა ეს ფეხბურთელი.
ბრაზილიასა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩის დროს, მედელმა ნეიმარს ფეხი აშკარად განზრახ დააბიჯა. თამაშის შემდეგ, ბრაზილიელმა მეტოქე ფეხბურთელების უხეშობაზე დაიჩივლა და მსაჯები უმოქმედობაში დაადანაშაულა. ამის საპასუხოდ, მედელმა განაცხადა, რომ ნეიმარი თეატს დგამს, როდესაც სხვები თამაშობემ.
"ეს ძალიან უხეში თამაში იყო. ჩემთვის, ეს ფეხბურთი არაა. თუ ის ამბობს, რომ ეს თეატრი იყო, მე სათქმელი აღარაფერი მაქვს. არ ვიცი, ვინაა მედელი. ვიცი, რას თამაშობს ის, მაგრამ მისი სიტყვები არ მაინტერესებს." - განაცხადა ნეიმარმა მედელის საპასუხოდ.
[media=http://www.youtube.com/watch?v=HJdOBzivcVM]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 22 ]