ბლანმა დაადასტურა, რომ ლუისი და მოტა "ბარსასთან" პირველ თამაშს გამოტოვებენ

ბლანმა დაადასტურა, რომ ლუისი და მოტა "ბარსასთან" პირველ თამაშს გამოტოვებენ

"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა, დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ცენტრალური მცველი დავიდ ლუისი და ნახევარმცველი ტიაგო მოტა, ტრავმების გამო, "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრას გამოტოვებენ.

"ვადასტურებ, რომ ლუისი 4 კვირას გამოტოვებს, მოტა კი - 10 დღეს. ლუკას მოურა დაბრუნებასთან ახლოსაა, მაგრამ დაველოდებით ვარჯიშებს, შემდეგ კი უკვე გავიგებთ, მზადაა სათამაშოდ თუ არა", - აცხადებს ბლანი.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და "ბარსელონას" შორის პირველი შეხვედრა გაიმართება 15 აპრილს, პარიზში, "პარკ დე პრენსზე".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.