დავიდ ლუისი პსჟ-ს განაცხადში მოხვდა

დავიდ ლუისი პსჟ-ს განაცხადში მოხვდა

"პარი სენ ჟერმენის" ოფიციალურ საიტზე "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩის განაცხადი გამოქვეყნდა და ცნობილი გახდა, რომ ლორან ბლანმა მასში დავიდ ლუისიც შეიყვანა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ბრაზილიელ ცენტრალურ მცველს, ტრავმის გამო, "ბარსელონასთან" გასამართი ორივე თამაში უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა.

პსჟ-ს განაცხადი ასე გამოიყურება: ოგისტინი, ბაებეკი, კაბაიე, კამარა, კავანი, ლუისი, დინე, დუშე, იმპემბე, ლავესი, ლუკასი, მარკინიოსი, მატუიდი, მაქსველი, პასტორე, რაბიო, სირიგუ, სილვა, ვან დერ ვილი. ჩამოთვლილი 19 ფეხბურთელიდან საბოლოო განაცხადში 18 მოხვდება.

განაცხადს მიღმა ორიე, იბრაჰიმოვიჩი, მოტა და ვერატი დარჩნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 259 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.