ლუის ენრიკე: "სიფრთხილე გვმართებს"

ლუის ენრიკე: "სიფრთხილე გვმართებს"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მიიჩნევს, რომ მის გუნდს, "ალმერიასთან" დღეს გასამართ მატჩში, იოლი გასეირნება არ ელის.

"თუ ჩემპიონატის მოგება გვინდა, მაშინ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ამ მატჩში გავიმჯარვებთ. ამასთანავე, სიფრთხილეც გვმართებს, რადგან მეტოქე გუნდში მწვრთნელის ცვლილებამ, შესაძლოა, სიურპრიზები გამოიწვიოს. ამის შესახებ ბიჭებს უკვე ვესაუბრე. უნდა ვეცადოთ, მეტოქის კართან მომენტები მუდმივად შევქმნათ და "ალმერიას" ამის საშუალება არ მივცეთ. თუ პირველი ადგილის შენარჩუნება გვინდა, მაშინ ყოველი თამაში მნიშვნელოვანია.

ამჟამად, კარგ სიტუაციაში ვართ, მაგრამ თამაშის სრულყოფა მუდმივად უნდა განვაგრძოთ.

ჟერემი მატიეს თამაშს არა მის მიერ გატანილი 2 გოლით, არამედ მთელი სეზონით ვაფასებ. ვიცოდით, თუ რა შეეძლო ამ ფეხბურთელს, რადგან ის ესპანეთში თამაშობდა. ვერ ვიტყვი, რომ ამ 2 გოლით მან თავისი ტრანსფერი გამოისყიდა. მან გუნდს სარგებელი მხოლოდ ამით არ მოუტანა. ჩვენს პერსონალს, ამ ტრანსფერის გამო, მადლობა უნდა ვუთხრათ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.