ალვესის აგენტი: "ბარსელონამ" ახალი კონტრაქტი შემოგვთავაზა"

ალვესის აგენტი: "ბარსელონამ" ახალი კონტრაქტი შემოგვთავაზა"

"ბარსელონას" მარჯვენა მცველის, დანი ალვესის აგენტი დინორა სანტანა ადასტურებს, რომ კატალონიურმა კლუბმა მის კლიენტს ახალი კონტრაქტი უკვე შესთავაზა.

"ორშაბათს კლუბის დირექტორს, არიედო ბრაიდას შევხვდი. ოთხშაბათს კიდევ ერთი შეხვედრა გავმართეთ.

ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შემოთავაზება უკვე მაქვს, მაგრამ არ შემიძლია გითხრათ, გვაწყობს თუ არა პირობები.

შეხვედრებს განვაგრძობთ. როგორც მითხრეს, მომდევნო შეხვედრასთან დაკავშირებით დამირეკავენ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.