მანკუსო: "მესიმ თავის კომენტარით მარადონას ძლიერ ატკინა გული"
ალეხანდრო მანკუსომ, რომელიც იყო დიეგო არმანდო მარადონას დამხმარე არგენტინის ნაკრების მწვრთნელობისას, კომენტარი გააკეთა ლიონელ მესის ნათქვამზე. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" თავდამსხმელმა 3–4 დღის წინ განაცხადა, რომ ახალი მწვრთნელის, სერხიო ბატისტას გუნდში თავს ძალიან კარგად გრძნობს და თავისთვის შესაფერის პოზიციაზე თამაშობს. ასევე ლეომ არგენტინა და "ბარსელონა" მიამსგავსა ერთმანეთს.
"მესი ისეთი ადამიანია, რომ ეს არ უნდა შეშლოდა და არ უნდა გაეკეთებინა ასეთი კომენტარი. მან თავისი სიტყვებით უდიდესი ტკივილი მიაყენა მარადონას; მარადონას, რომელიც თავისი მწვრთნელობისას ისე ეპყრობოდა ლეოს, როგორც ღვიძლ შვილს." განაცხადა მანკუსომ Marca-სთან ინტერვიუში.
წყარო: championat.ru
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]