''ბარსამ'' 2010-2011 წლის სეზონისთვის ოფიციალური ფოტო გადაიღო
''ბარსელონამ'' ახალი სეზონისთვის უკვე გადაიღო ოფიციალური ფოტო, რომელშიც ''ბარსას'' ახალწვეულებთან ერთად ახალგაზრდული გუნდის რვა ფეხბურთელია წარმოდგენილი. დავიდ ვილიასთვის და ადრიანოსთვის ეს იყო პირველი ოფიციალური ფოტო ''ბლაუგრანას'' მაისურში. ''ბარსა ატლეტიკის'' ფეხბურთელებიდან სურათში მოხვედრის პატივი მხოლოდ რვა მათგანს ერგო. ესენი არიან: ოიერი, რუბენი, მინიო, სერხიო გომესი, ჯონათან დოს სანტოსი, ტიაგო ალკანტარა, ორიოლ რომეუ, ვიქტორ ვასკესი და ანდრეუ ფონტასი.
ფოტოსესიას არ ესწრებოდნენ ერიკ აბიდალი და ალექსანდრე გლები. პირველი მათგანი საფრანგეთის საფეხბურთო ფედერაციის დისციპლინარულ კომიტეტშია გამოძახებული. ხოლო გლების ამჟამინდელი მდგომარეობა გაურკვეველია, ჯერ არ არის ცნობილი დარჩება თუ არა ის კლუბში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]