"ბარსას" ვიცე-პრეზიდენტი: "არ მესმის, რატომ შეცვალა ენრიკემ ნეიმარი"

"ბარსას" ვიცე-პრეზიდენტი: "არ მესმის, რატომ შეცვალა ენრიკემ ნეიმარი"

"ბარსელონას" ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს, ხორდი მესტრეს ვერ გაუგია, რატომ შეცვალა ლუის ენრიკემ ნეიმარი "სევილიასთან" გამართული მატჩის დროს.

"სანჩეს პისხუანზე" ჩატარებულ შეხვედრაში, რომელშიც "ბარსელონამ" ქულები დაკარგა, ნეიმარი კარგად გამოიყურებოდა. ბრაზილიელმა საგოლე გადაცემა გააკეთა და გოლიც გაიტანა. მაგრამ 74-ე წუთზე ის შეცვალეს.

"არ ვიცი, რატომ შეცვალა ლუის ენრიკემ ნეიმარი. თუმცა, სავარაუდოდ, მას ამისთვის მიზეზი ექნებოდა." - მესტრეს ამ სიტყვებს კატალონიური Sport ავრცელებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 32 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.