გულშემატკივრებმა ლუის ენრიკეს ცვლილებები დაუწუნეს
კატალონიური Sport-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ "ბარსელონას" გულშემატკივრები ლუის ენრიკეს მიერ "სევილიასთან" მატჩში განხორციელებულ ცვლილებებს არ იწონებენ.
ლუის ენრიკემ, "სანჩეს პისხუანზე" გამართულ შეხვედრაში, მხოლოდ 2 ცვლილება გააკეთა. მან ჯერ ნეიმარი ჩავით ჩაანცვლა, შემდეგ კი, ინიესტას მაგივრად მოედანზე პედრო შეუშვა.
ნეიმარი ცვლილებით უკმაყოფილო იყო და როგორც ჩანს, მას გულშემატკივრებიც ეთანხმებიან. გამოკითხულ ქომაგთა 90% მიიჩნევს, რომ ლუის ენრიკემ, ცვლილებების დროს, შეცდომა დაუშვა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 23 ]