ვერმალენი პსჟ-სთან მატჩის განაცხადში მოხვდა

ვერმალენი პსჟ-სთან მატჩის განაცხადში მოხვდა

"ბარსელონას" ბელგიელი ცენტრალური მცველი ტომას ვერმალენი, კატალონიურ გუნდში გადასვლის შემდეგ პირველად, ოფიციალური მატჩის განაცხადში მოხვდა. თუმცა, მას ექიმებისგან თამაშის ნებართვა ჯერ არ მიუღია.

დღეს, ლუის ენრიკემ ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ხვალ პსჟ-სთან გასამართი მატჩისთვის პარიზში გაემგზავრებიან. საბოლოო განაცხადში მათგან 18 დარჩება.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც განაცხადს მიღმა დარჩა, დისკვალიფიცირებული ალვესია.

"პარი სენ ჟერმენთან" გასამართი მატჩისთვის "ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, ბრავო, მასიპი, დუგლასი, მონტოია, პიკე, ბარტრა, მასკერანო, მატიე, ვერმალენი, ადრიანო, ალბა, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ჩავი, ს. რობერტო, ინიესტა, რაფინია, პედრო, მუნირი, მესი, სუარესი, ნეიმარი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 81 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.