"ბარსელონა" პარიზშია

"ბარსელონა" პარიზშია

"ბარსელონას" პირველი გუნდის ფეხბურთელები უკვე საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში, იმყოფებიან, სადაც, ხვალ, 22 საათსა და 45 წუთზე, "პარი სენ ჟერმენს" შეხვდებიან. კატალონიური კლუბის 22-მა ფეხბურთელმა ჩაშვლისთანავე დედაქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში გადაინაცვლა. დღეს, 21:00 საათზე, მოთამაშეები "პარკ დე პრენსზე" ვარჯიშს გამართავენ.

გუნდთან ერთად გაემგზავრნენ: ვიცე პრეზიდენტები - ჟორდი კარდონერი, ჟორდი მესტრე; დირექტორები - ჟორდი მოიქსი, ჟოან ბლადე, ხავიერ ბორდასი, სილვიო ელიასი, დიდაკ ლიი, ხოსეპ რამონი და პაუ ვილანოვა. რაც შეეხებათ პრეზიდენტ ბართმეუსა და ვიცე-პრეზიდენტ ხავიერ ფაუსს, ისინი პარიზში ხვალ დილით ჩაფრინდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 38 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.