ბართომეუ: "შესანიშნავ სეზონს ვატარებთ"

ბართომეუ: "შესანიშნავ სეზონს ვატარებთ"

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, "პარი სენ ჟერმენთან" ჩემპიონთა ლიგაზე მოგების (3:1) შემდეგ, კომენტარი გააკეთა.

"კარგი თამაში იყო, რომელიც ჩვენთვის სასარგებლო შედეგით დასრულდა. წინ გამნეორებითი შეხვედრა გველის, მაგრამ პარიზს გაღიმებულები ვტოვებთ. მთელმა გუნდმა ძალზე მაღალ დონეზე ითამაშა. თუმცა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, ეს ხომ ჩემპიონთა ლიგაა.

შესანიშნავ სეზონს ვატარებთ. პრიმერას ვლიდერობთ, ესპანეთის თასის ფინალში ვართ და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალსაც მივუახლოვდით."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 32 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.