ჩავი: "მომდევნო შაბათს მე-3 ტიტულის მოგებას შევეცდებით"
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა, ესპანეთის თასის მოგების შემდეგ, კომენტარი გააკეთა და ჩემპიონთა ლიგის მომავალ ფინალზე ისაუბრა.
"კმაყოფილნი და ბედნიერნი ვართ ესპანეთის თასის მოგებით. სანახაობრივი შეხვედრა აღმოჩნდა. "ბილბაომ" კარგად ითამაშა.
მესის გოლი სკანდალური, საოცარი იყო. ვფიქრობ, მან ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა, რაც მას ოდესმე გაუტანია.
მომდევნო შაბათს მე-3 ტიტულის მოგებას შევეცდებით. ფრთხილად უნდა ვიყოთ. "იუვენტუსი" ძლიერი გუნდია, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ვართ."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]