ბართომეუ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე საუბრობს

ბართომეუ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე საუბრობს

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, თუ ვინ იქნება კატალონიელების მეტოქე ჩემპიონთა ლიგის ფინალში. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" მეტოქე შესაძლოა აღმოჩნდეს ტურინის "იუვენტუსი" ან მადრიდის "რეალი". 

"ვინც არ უნდა გავიდეს ფინალში, რთული მეტოქე იქნება "ბარსელონასთვის". "რეალი" შესანიშნავ სეზონს ატარებს და იგივეს თქმა შეიძლება "იუვენტუსზე". - განაცხადა, ბართომეუმ. 

შეგახსენებთ, რომ ფინალს ბერლინი უმასპინძლებს 6 ივნისს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.