სუარესი: "1/2-ფინალში ჯერ არ გავსულვართ"

სუარესი: "1/2-ფინალში ჯერ არ გავსულვართ"

"პარი სენ ჟერმენსა" და "ბარსელონას" შორის გამართული მატჩის გმირი ლუის სუარესი მიიჩნევს, რომ მის გუნდს, კომფორტული სხვაობით მოგების მიუხედავად, 1/2-ფინალში გასვლა ჯერ არ გაუნაღდებია.

"პირველივე წუთებიდან კონცენტრირებულები ვიყავით. ვიცოდით, რომ წარმატების მისაღწევად ინტენსიური თამაში იყო საჭირო.

არ შეიძლება არ დავაფასოთ ის სამუშაო, რომელიც პსჟ-მ გასწია. ჩვენ ძალიან ბევრს დავრბოდით. გარდა ამისა, პარიზელებს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არ ჰყავდათ.

რაც შეეხება განმეორებით თამაშს - ფეხბურთში არასდროს იცი, რა შეიძლება მოხდეს. პსჟ-ს ძალიან მაღალი დონის გუნდი ჰყავს და უნდა გვესმოდეს, რომ 1/2-ფინალში ჯერ არ გავსულვართ. წინ ლამაზი თამაში გველის."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.