ბართომეუ: "მესი მსოფლიოში საუკეთესოა"

ბართომეუ: "მესი მსოფლიოში საუკეთესოა"

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ, ისაუბრა გუნდის ვარსკვლავ ლიონელ მესიზე და კომენტარი გააკეთა "იუვენტუსის" ნახევარმცველ პოლ პოგბაზეც.

"ჩვენ ვმუშაობთ ისეთ ლიდერთან, როგორიც მესია. ამჟამად, ლეო მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაშიც საუკეთესოა. მას "ბარსელონაში" ადგილი კარიერის ბოლომდე გარანტირებული აქვს".

რაც შეეხება პოგბას, ბართომეუმ განაცხადა: "პოგბა დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს, რომელსაც პატივს ვცემთ. რამდენიმე ფეხბურთელზე გეგმები გვაქვს, მაგრამ დეტალებს ვერ გეტყვით. ამჟამად, პოგბას თამაშით სიამოვნებას ვიღებთ".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 28 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.