ლუის ენრიკეს საუკეთესო პირველი 50 მატჩი კლუბის ისტორიაში
მას შემდეგ, რაც "ბარსელონამ" გააღწია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ესპანეთის თასის ფინალში და ამავდროულად გახლავთ ლა ლიგის ლიდერი, მას უდიდეს წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ლუის ენრიკემ შეძლო და კატალონიელთა ისტორიაში საუკეთესო პირველი 50 მატჩი ჩაატარა, გადაასწრო რა ელენიო ერერასა და ხოსეპ გვარდიოლას.
ელენიო ერერას გაწვრთილმა "ბარსამ" შეძლო და 50–დან 40 შეხვედრა მოიგო, 5–ჯერ ფრე ითამაშა და 5–ჯერაც დამარცხდა. ხოსეპ გვარდიოლას რეკორდი 37 გამარჯვებას, 8 ფრესა და 5 მარცხს მოითვლის (ზუსტად ასეთი შედეგი ჰქონდა ხერარდო მარტინოს). იოჰან კრუიფმა, რომელიც გუნდს 1988 წლიდან 1996 წლამდე წვრთნიდა, 31 მოგებას, 13 ფრესა და 6 მარცხს მოუყარა თავი, თუმცა "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში მან მოიგო 11 ტიტული.
ლუის ენრიკეს გუნდმა გაიტანა 143 გოლი და მხოლოდ 31 გაუშვა. "ბარსელონამ" ლა ლიგაში 25–ჯერ იმარჯვა, ჩემპიონთა ლიგაზე 9–ჯერ და ესპანეთის თასზე 8–დან 8 მატჩი მოიგეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]