დარმიანისთვის "ბაიერნიც" იბრძოლებს

დარმიანისთვის "ბაიერნიც" იბრძოლებს

იტალიური Tuttosport-ის ინფორმაციით, "ტორინოს" მარჯვენა მცველის, მატეო დარმიანის შეძენაში "ბარსელონას" მიუნხენის "ბაიერნი" შეეცილება.

როგორც ცნობილია, კატალონიური კლუბი 25 წლის უნივერსალი ფეხბურთელის შეძენაზე ფიქრობს. გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსას" სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა, დღეს, "ტორინოსა" და "იუვენტუსს" შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო. ბრაიდან დარმიანის თამაშით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებოდა, რადგან მატჩში, რომელიც "ტორინომ" 2:1 მოიგო, ამ ფეხბურთელმა ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

თუ ტურინულ პრესას დავუჯერებთ, დარმიანის შეძენის სურვილს "ბაიერნიც" გამთქვამს და ბრძოლაში ფავორიტი სწორედ მიუნხენური გუნდია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.