"ბარსელონა" მატეო დარმიანზე გადაერთო
"ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის, მატეო დარმიანის შეძენას გეგმავს, იტყობინება ESPN.
კატალონიელები 29 წლის იტალიელით მას შემდეგ დაინტერესდნენ, როცა "ბეტისის" მარცხენა მცველის, ჟუნიორ ფირპოს ტრანსფერი ჩიხში შევიდა. სევილიელები ამ უკანასკნელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ, "ბარსელონა" კი 20 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს.
დარმიანის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს. მისი კონტრაქტი "წითელ ეშმაკებთან" 2020 წლამდე მოქმედებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]