რაიოლა: "გვარდიოლა უფრო ადრე წავა ვიდრე იბრაჰიმოვიჩი"
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ ისაუბრა თავისი კლიენტის შესახებ. რაიოლამ თქვა, რომ იბრაჰიმოვიჩი არ აპირებს კლუბის დატოვებას.
"ჩემთვის გვარდიოლას გუნდიდან წასვლა უფრო ადვილი წარმოსადგენია ვიდრე იბრაჰიმოვიჩის. ხოსეპს ერთ წლიანი კონტრაქტი აქვს, ხოლო ზლატანს 4 წლიანი. ახლა თქვენ თვითონ გამოიანგარიშეთ რომელი მათგანი დატოვებს პირველი კლუბს. ეს უბრალო მათემატიკაა და იმედია დათვლა ყველას ძალუძს." ციტირებს მინო რაიოლას სიტყვებს კატალონიური ჟურნალი Sport.
წყარო: championat.ru
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]