რაიოლა: "იბრაჰიმოვიჩი "მილანს" სავარაუდოდ 2012 წელს დატოვებს"
მინო რაიოლამ, ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა შესაძლოა შემდეგ წელსვე დატოვოს იტალიური "მილანი". რაიოლამ ასევე შვედი ფორვარდის "ბარსელონაში" დაბრუნება წარმოუდგენლად მიიჩნია.
"ზლატანი არაა ვალდებული კარიერა "მილანში" დაასრულოს. მან შესაძლოა უკვე 2012 წელს დატოვოს იტალია. წარმოუდგენელია შესანიშნავი თავდამსხმელის კატალონიის "ბარსელონაში" დაბრუნება. სავარაუდოდ ჩვენ ჩავალთ ესპანეთში და გავწყვეტთ "ბლაუგრანასთან" გაფორმებულ კონტრაქტს." –განაცხადა რაიოლამ.
როგორც უკვე იცით იბრაჰიმოვიჩი "ბარსაში" გადმოვიდა და 5 წლიანი კონტრაქტიც გააფორმა. შემდეგ ხოსეპ გვარდიოლასთან პრობლემების გამო მას კლუბის დატოვება მოუწია. "ლურჯ–ბროწეულისფერების" ხელმძღვანელობამ იგი არენდის სახით "მილანში" გაუშვა. ასე და ამგვარად ფორვარდი კვლავ კატალონიელთა საკუთრებაა და თუკი ზლატანი მოისურვებს კონტრაქტის გაწყვეტას რა თქმა უნდა მოუწევს რაღაც თანხის ჯარიმის სახით გადახდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]