რაკიტიჩი: "გუნდი ლუის ენრიკეს ენდობა"

რაკიტიჩი: "გუნდი ლუის ენრიკეს ენდობა"

"ბარსელონას" ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი აცხადებს, რომ გუნდი ლუის ენრიკეს 100 პროცენტით ენდობა. ხორვატმა კომენტარი გააკეთა ჩავის შესაძლო ტრანსფერზეც.

"ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით თამაშის ბევრ ასპექტში გავუმჯობესდით. გუნდი მას 100 პროცენტით ენდობა.

ჩავის მომავალი? მას "ბარსელონას" ყველა ფეხბურთელი მხარს უჭერს. ის დიდებული ადამიანია, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ ყველა ვისურვებდით, რომ ის "ბარსაში" რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს", - აცხადებს რაკიტიჩი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 49 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.