ლევანდოვსკი "ბარსელონასთან" ნიღბით სათამაშოდ მზადაა

ლევანდოვსკი "ბარსელონასთან" ნიღბით სათამაშოდ მზადაა

მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში თამაშს გეგმავს. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის მონაწილეობა მომავალ მატჩში ჯერ არ გადაუწყვეტავთ. "ბაიერნში" პოლონელის ჯანმრთელობის გარისკვას არ აპირებენ, თავად ლევანდოვსკი კი დამცავი ნიღბით სათამაშოდ მზადაა. 

ფეხბურთელი Twitter-ის თავის გვერდზე აქვეყნებს სურათს დამცავი ნიღბით და წერს: "მზად ვარ შემდეგ გამოწვევისთვის!"

"ბარსელონასა" და "ბაიერნს" შორის პირველი შეხვედრა გაიმართება 6 მაისს, "კამპ ნოუზე".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 57 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.