ზამერი: "ევროპის საუკეთესო გუნდს 77 წუთი კარგად ვეთამაშეთ"
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორი მათიას ზამერი კმაყოფილი დარჩა იმით, რომ მისმა გუნდმა, ევროპის საუკეთესო კლუბთან, 77 წუთის განმავლობაში კარგად ითამაშა.
"ჩვენი გუნდის თამაში მას ღირსებას სძენს. ფეხბურთელების დადანაშაულება არ შეიძლება. ისინი ბოლომდე იბრძოდნენ.
სხვადასხვა მიზეზთა გამო, უკეთ თამაში ვერ მოვახერხეთ. 77 წუთი კარგად ჩავატარეთ გუნდთან, რომელიც, დღესდღეობით, ალბათ, ევროპაში საუკეთესოა. შეხვედრის ბოლოს ჩვენი თამაში დავკარგეთ. ძალიან ბევრი მოვინდომეთ.
განმეორებით მატჩში ჩვენს გულშემატკივრებს უნდა ვუჩვენოთ, რა შეგვიძლია."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 21 ]