გვარდიოლა: "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის მეხუთედ მოგებას ვუსურვებ"

გვარდიოლა: "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის მეხუთედ მოგებას ვუსურვებ"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ დღევანდელი მატჩის შემდეგ, სადაც მისმა გუნდმა "ბარსელონა" (3:2) დაამარცხა, კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალურ სტადიაზე ორი შეხვედრის შედეგებით ფინალურ ეტაპზე "ბარსელონა" გავიდა (5:3).

"ჩვენ არაფრის გვეშინოდა. ვულოცავ "ბარსელონას", მან დამსახურებულად გაიმარჯვა. მე ამ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მეხუთედ მოგებას ვუსურვებ. მათ უკვე მოიგეს ჩემპიონატი." - განაცხადა, გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2014/2015 სეზონის ფინალი 6 ივნისს ბერლინში გაიმართება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.