მესი: "ფინალში გასვლით ბედნიერები ვართ, მაგრამ მთავარი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა"
კატალონიის "ბარსელონას" 27 წლის არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ "ბაიერნთან" დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა ორმატჩიან დაპირისპირებაში გერმანელებს (5:3) სძლიეს და ლიგის ფინალის საგზური მოიპოვეს.
"ჩვენ ბედნიერები ვართ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით. მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა იგივე რჩება - ჩემპიონთა ლიგის მოგება." - განაცხადა, მესიმ.
შეგახსენებთ, რომ ლიგის ფინალი 2015 წლის 6 ივნისს ბერლინში გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]