"ბარსელონას" ფინალში გასვლას პაოლო როსი გამოეხმაურა

"ბარსელონას" ფინალში გასვლას პაოლო როსი გამოეხმაურა

ლეგენდარული იტალიელი თავდამსხმელი, პაოლო როსი თვლის, რომ ტურინის "იუვენტუსს" ფინალში გასვლის შემთხვევაში აქვს შანსები დაამარცხოს კატალონიის "ბარსელონა". იტყობინება, იტალიური პრესა.

"ლუის ენრიკემ შესანიშნავი სამსახური გაუწია კლუბს და კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. კატალონიელების სუსტი წერტილი? ვფიქრობ ეს სტანდარტებია, რადგან მათ არც თუ ისე ბევრი მაღალი ფეხბურთელი ჰყავთ. ვიმედოვნებ, "იუვენტუსი" ფინალში გასვლის შემთხვევაში ამ სისუსტეებს ყურადღებას მიაქცევს." - განაცხადა, როსიმ.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი" - "რეალის" დაპირისპირება დღეს გაიმართება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.