კარლოს ტევესი: "მესისთან მატჩისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ - ის ფენომენია"
ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელმა თავდამსხმელმა, კარლოს ტევესმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდგომ, პირველი კომენტარი გააკეთა. იტყობინება, Football Italia.
"გუნდმა ორი შესანიშნავი მატჩი გაატარა. ახლა შეგვიძლია ბერლინში გავემგზავროთ. ჩვენ გვჯეროდა რომ ამ გამარჯვებას მოვიპოვებთ, ფინალში გასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სადაც "იუვენტუსი" დიდი ხანია არ ყოფილა. ფინალში ჩვენ დიდებულ მესისთან შეხვედრა გველის, ასე რომ შესაბამისად უნდა მოვემზადოთ - ის ნამდვილი ფენომენია. ვფიქრობ, ეს დიდებული შეხვედრა იქნება." - განაცხადა, ტევესმა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" - "იუვენტუსის" დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ფინალში 6 ივნისს გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]