მასკერანო: "არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იქნება მეტოქე ფინალში"
კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო აცხადებს, რომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა იმას, თუ ვინ იქნება "ბარსელონას" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
"თუ ორივე მატჩს შევაფასებთ, ჩვენ დამსახურებულად გავედით ფინალში. რა თქმა უნდა, ამ მატჩში გამარჯვებაც კარგი იქნებოდა, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ სისწრაფე დავკარგეთ, რითაც "ბაიერნმა" ისარგებლა და თამაშში წონასწორობა აღადგინა. საერთო ჯამში საშიში არაფერია, უნდა გვესმოდეს, რომ გასული თვე ჩვენთვის ძალიან რთული იყო და მთავარია ნაბიჯი წინ გადავდგით. "იუვენტუსი" თუ "რეალი" ? ეს დიდებული კლუბებია დიდი ისტორიებით ევროთასებზე." - განაცხადა, მასკერანომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]