ალეგრი: "ჩემპიონთა ლიგის ფინალი იოლი სათამაშო არასდროსაა"

ალეგრი: "ჩემპიონთა ლიგის ფინალი იოლი სათამაშო არასდროსაა"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონასთან" გასამართ დაპირისპირებაზე კომენტარს აკეთებს.

"ჩვენი მთავარი მიზანი იტალიის ჩემპიონატისა და თასის მოგება იყო. ჩემპიონთა ლიგა ოცნება იყო, მაგრამ ახლა სხვაგვარად ფიქრი ლოგიკურია. არავინ ელოდა, რომ ბერლინში ვითამაშებდით.

ფინალისთვის ნერვიულობის გარეშე უნდა მოვემზადოთ და ბერლინში საკუთარი თავი წარმოვაჩინოთ.

ჩვენი მეტოქე ძალზე ძლიერი გუნდია, მაგრამ გვჯერა, რომ შანსი გვაქვს. სწორედ ასეთი შემართებით ვითამაშებთ.

რა თქმა უნდა, გაგვიჭირდება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალი იოლი სათამაშო არასდროსაა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.