ალეგრი: "ბარსელონასთან" მატჩისთვის მომზადება ადვილია"
"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზადების დროს მას ფეხბურთელების მოტივაციის პრობლემა არ აქვს.
"ბარსელონასთან" დაპირისპირებისთვის მომზადება ადვილია. არანაირი სტიმული საჭირო არაა. ძალიან მონდომებით და შედეგიანად უნდა ვიმუშავოთ. "ბარსელონას" შეჩერება თითქმის შეუძლებელია. ეს ძალიან სახიფათო გუნდია. უპირველს ყოვლისა, უნდა შევუტიოთ, მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ და მეტოქე ვაიძულოთ თავისი თამაში ვერ აჩვენოს.
უძილობა ხომ არ მჭირს? არა, ძალიან კარგად მძინავს. ორშაბათიდან უკუთვლას დავიწყებთ და ბერლინში გასამართ მატჩს დაველოდებით."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]