კასანო: "მესი უდიდესია და შვილს სახელი მის საპატივცემულოდ დავარქვი"

კასანო: "მესი უდიდესია და შვილს სახელი მის საპატივცემულოდ დავარქვი"

მადრიდის "რეალის" ყოფილი თავდამსხმელი ანტონიო კასანო ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთს ადარებს.

"მესი ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი მოთამაშეა. ბევრი ამბობს, რომ დიეგო მარადონამ, მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად, უფრო მეტი გააკეთა, თუმცა ეს სხვა დრო იყო. ლეო საუკეთესოა და სწორედ ამიტომ, ჩემს შვილს მისი სახელი დავარქვი.

კრიშტიანუ რონალდუც დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ის მესისგან განსხვავდება. ანალოგი ჩოგბურთთან რომ გავავლოთ, რონალდუ ნადალი იქნება, მესი კი - ფედერერი."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.