"ბარსელონამ" ქალაქს 795 მილიონი მოუტანა
საფეხბურთო კლუბმა "ბარსელონამ", ქალაქ ბარსელონას, 2013/14 წლების სეზონში, 759 მილიონი ევრო მოუტანა. ეს მონაცემი ცნობილი კომპანია Deloitte-ს კვლევის შედეგად გახდა.
გაირკვა, რომ ბარსელონაში ჩასული ტურისტების 6%-ისთვის ქალაქის მონახულების მთავარი მიზეზი საფეხბურთო კლუბი "ბარსელონაა". "ბლაუგრანა" ქალაქის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.2%-ს აწარმოებს.
გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ "ბარსელონას" გამო, ქალაქში ღამის გასათევად 1.3 მილიონი ადამიანი რჩება, რაც სხვადასხვა კონგრესებსა და კორპორაციულ შეხვედრებში მონაწილე პირების 54%-ს უდრის. გარდა ამისა, კლუბმა 15.2 ათასი სამუშაო ადგილი შექმნა, რაც ქალაქის უმუშევარი ნაწილის 15 პროცენტია.
ივარაუდება, რომ პროექტი Espai Barca-ს განხორციელებისას, რომლის ფარაგბელშიც "კამპ ნოუს" რეკონსტრუქცია იგეგმება, კლუბში დასაქმებულ ადმიანთან რაოდენობა 18.5 ათასამდე გაიზრდება, ხოლო "ბარსელონა" ქალაქს 917 მილიონ ევროს მოუტანს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]