ბართომეუ: "ლუის ენრიკე ჩვენთან რჩება"

ბართომეუ: "ლუის ენრიკე ჩვენთან რჩება"

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ლუის ენრიკეს ნაცვლად გუნდში კარლო ანჩელოტის შესაძლო მიწვევაზე გავრაცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.

"ლუის ენრიკეს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და ის ჩვენთან მუშაობას განაგრძობს. მან ძალიან კარგი სამუშაო გასწია. მომავალში, მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივების საკითხს განვიხილავთ.

რაც შეეხება ანჩელოტისთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, ეს მტკნარი სიცრუეა. ყველაფერი ეს გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ "ბარსელონაში" დესტაბილიზაციის გამოწვევა სურთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.