რა ვიცით ჩავის მომავალი გუნდის შესახებ
დაახლოებით ერთი საათის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ "ბარსელონას" კაპიტანი ჩავი ერნანდესი კარიერას კატარის ყველა დროის საუკეთესო გუნდში, "ალ სადში" განაგრძობს.
"ალ სადი", რომელიც კატარის დედაქალაქს, დოჰას წარმოადგენს, 1969 წლის 21 ოქტომბერს დაარსდა. ეს კლუბი ჩავიზე მხოლოდ 10 წლით უფროსია.
"ალ სადი" "ჯასიმ ბინ ჰამადის" სტადიონზე თამაშობს, რომელიც 15 ათას ადამიანს იტევს.
გუნდის მთავარი მწვრთნელი მაროკოელი ჰუსეინ ამოტაა, რომელიც კლუბის დაარსებიდან 3 დღის შემდეგ დაიბადა.
"ალ სადს" ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული ყველა ის ტიტული, რომელიც კატარში ჩატარებულა. გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატი 13-ჯერ, თასი 14-ჯერ, ქვეყნის პრინცის თასი 5-ჯერ, შეიხ ჯასემის თასი 13-ჯერ და ვარსკვლავთა თასი ერთხელ აქვს მოგებული. გუნდმა აზიის ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგო და ის, ამ მაჩვენებლით, მხოლოდ კორეულ "პოჰანგს" (3 ტიტული) ჩამორჩება.
"ალ სადში" მოთამაშე ერთადერთი ცნობილი ფეხბურთელი ბრაზილიელი გრაფიტეა, რომელმაც სახელი გერმანულ "ვოლფსბურგში" შედეგიანი თამაშით გამოიჩინა.
ამ გუნდში უთამაშია ესპანური ფეხბურთის ლეგენდასა და ჩავის მეგობარს, რაულ გონსალეს ბლანკოს.
"ალ სადის" ყოფილი მწვრთნელებიდან უნდა გამოვარჩიოთ რენე მეულენსტენი, ბორა მილუტინოვიჩი, ხორხე ფოსატი, კო ადრიანსე და ემერსონ ლეაო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]