ალეგრი: "მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან სათამაშოდ მზად ვართ"

ალეგრი: "მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან სათამაშოდ მზად ვართ"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა.

"ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. თუმცა, თავს კარგად ვგრძნობთ და სათამაშოდ მზად ვართ.

ამას სერიოზულად ვამბობ - მოგებისთვის ვიბრძოლებთ. ჩემს განკარგულებაში შესანიშნავი შემადგენლობაა. თავდაპირველად, "ნაპოლისთან" მატჩისთვის მოვემზადებით, შემდეგ კი - ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის.

კიელინი და სუარესი? ჩვენ ორი ნამდვილი ჩემპიონის დაპირისპირება გველის."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.