ლუის ენრიკე: "ბარსელონა" ჩავის ვერ შეცვლის"

ლუის ენრიკე: "ბარსელონა" ჩავის ვერ შეცვლის"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მიიჩნევს, რომ კატალონიური გუნდი კაპიტნის, ჩავი ერნანდესის სრულფასოვანი შემცვლელი პოვნას ვერ შეძლებს.

"ჩავის ემოციები და გულშემატკივრების დახვედრა დიდხანს დამამახსოვრდება. "ბარსელონა" მის შემცვლელს ვერ იპოვის, რადგან სხვა ასეთი ფეხბურთელი არ არსებობს. მის გარეშე თამაშს უნდა მივეჩვიოთ.

წინ 2 ფინალი გველის და მიმდინარე სეზონში გუნდის მიერ ნაჩვენები თამაში ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ძალზე რთული შეხვედრების ჩატარება მოგვიწევს. "ბარსელონა", გულშემატკივრების მხარდაჭერით, ამ 2 ტიტულის მოგებას აპირებს. ერთ სეზონში სამი ტიტულის მოგება ნამდვილი გმირობაა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.