ურუგვაელები სუარესის დისკვალიფიკაციის გაუქმებას ითხოვენ
ურუგვაის ფეხბურთს ასოციაცია გუნდის ლიდერის, ლუის სუარესის დისკვალიფიკაციის გაუქმებას ითხოვს. ამის მიზეზი ისაა, რომ სამხრეთ ამერიკელისთვის სანქციის დაწესებაში ის პირები მონაწილეობდნენ, რომლებიც, ცოტა ხნის წინ, კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
"იმის გამო, რომ FIFA-ს ჩინოვნიკები კორუფციაში არიან ბრალდებულნი, ლუის სუარესის დისკვალიფიკაციის გაუქმებას ვითხოვთ." - ვკითხულობთ ურუგვაის ფეხბურთის ასოციაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯორჯო კიელინისთვის კბენის გამო, სუარესი 4-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და გარდა ამისა, მას ნაკრების 9 ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა აეკრძალა. ურუგვაელმა სასჯელის პირველი ნაწილი უკვე მოიხადა, მაგრამ მას ეროვნული გუნდის ოფიციალურ შეხვედრებში თამაში კვლავ არ შეუძლია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]