ჩავი ესპანურ ფეხბურთში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი გახდა

ჩავი ესპანურ ფეხბურთში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი გახდა

"ბარსელონას" კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმა, ახალი რეკორდი დაამყარა. 35 წლის ნახევარმცველმა, კლუბთან ერთად, 24-ე ტიტული მოიგო, რაც ესპანური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

2 კვირის წინ, როდესაც "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ჩავიმ 23-ე საკლუბო ჯილდო მოიგო და ის "რეალის" ლეგენდას, ფრანსისკო ხენტოს გაუთანაბრდა. გუშინ კი, კატალონიელი ფეხბურთელი აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.

ჩავის ესპანეთის ჩემპიონატი 8-ჯერ, ქვეყნის თასი 3-ჯერ, სუპერთასი 6-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ, უეფას სუპერთასი 2-ჯერ და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2-ჯერ მოუგია. მას შანსი აქვს, 6 ივნისს, ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ მოიგოს და ტიტულების რაოდენობა 25-მდე გაზარდოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.