პიკე: "თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, სრულყოფილებას მივაღწევთ"
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე ესპანეთის თასის ფინალში "ბილბაოს" დამარცხების შემდეგ კომენტარს აკეთებს.
"თუ ესპანეთის ჩემპიონატისა და თასის შემდეგ ჩემპიონთა ლიგასაც მოვიგებთ, სრულყოფილებას მივაღწევთ. ისედაც შესანიშნავი სეზონი ჩავატარეთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება კიდევ უფრო ბრწყინვალე იქნება.
თასის ფინალისთვის ისე ვემზადებოდით, როგორც "რეალთან" ან "ატლეტიკოსთან" დაპირისპირებისთვის მოვემზადებოდით. პირველ წუთებში, "ბილბაო" გვაპრესინგებდა, მაგრამ თავისუფალი ზონებით კარგად ვისარგებლეთ."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]