პიკე: "ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ტიტული დავიმსახურეთ"
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე, ესპანეთის თასის ფინალში "სევილიასთან" მოგების შემდეგ, კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ კატალონიელებმა ტიტული დაიმსახურეს.
"ამ გუნდების მიერ ბოლო წლებში ნაჩვენები შედეგები უბრალოდ შესანიშნავია.
ამ მატჩში, დიდი ხნის განმავლობაში, დაცვაში თამაში გვიწევდა და კონტრშეტევებისთვის შანსს ველოდებოდით. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ვიბრძოლეთ, გავიმარჯვეთ და თასი დავიმსახურეთ.
გვსურს, ტიტულების მოგება განვაგრძოთ.
სასიამოვნოა, როდესაც გულშემატკივრები გვერდით გყავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თამაში დამატებით ტაიმებში გადადის."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]