კაპელო: "ბარსას" თამაში პავაროტის სიმღერას ჰგავს"

კაპელო: "ბარსას" თამაში პავაროტის სიმღერას ჰგავს"

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო, რომელიც "რეალს" 2-ჯერ, ხოლო "იუვენტუსს" ერთხელ წვრთნიდა, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე თავის მოსაზრებას აფიქსირებს.

"თუ "კამპ ნოუს" ბილეთს იყიდი, რაღაც განსაკუთრებულს იხილავ. ეს იგივეა, რომ მომღერალი ლუჩანო პავაროტი ნახო.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში შანსები თანაბარია. "იუვეს" შანსი დაცვაში საიმედო თამაშშია. "ბარსელონა" ტექნიკურად ძალიან ძლიერია. კატალონიელების შეჩერება ძალიან ძნელია. მათ იციან, როგორ უნდა ითამაშონ მეტოქეზე უკეთ. თუმცა, "ბარსა" "იუვეს" კონტრშეტევებს უნდა უფრთხილდეს.

მესი? ის ძალიან მგრძნობიარე და სერიოზული ადამიანია. მას როგორც ფინანსური, ასევე ოჯახური პრობლემები ჰქონდა. ახლა ყველაფერი დაწყნარდა, რადგან პრობლემები თითქმის მოგვარებულია. შედეგად, ჩვენ საუკეთესო მესის ვხედავთ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.