ბართომეუ: "ალვესის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ"

ბართომეუ: "ალვესის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ დანი ალვესთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი გააკეთა.

ცოტა ხნის წინ, ალვესმა განაცხადა, რომ თუ არაფერი შეიცვალა, ის კლუბს დატოვებდა. მოგვიანებით, ამ საკითხზე კომენტარი ბართომეუმ გააკეთა და განაცხადა, რომ "ბარსამ" თავის საქმე გააკეთა და ახლა ჯერი ფეხბურთელზეა.

"არ ვიცი, რას ფიქრობს ალვესი. მიკვირს, როდესაც ის კლუბის მხრიდან მის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობაზე საუბრობს. ის პატარა ბიჭი აღარაა და კლუბს ასაკში მყოფ ფეხბურთელებთან კონტრაქტების გაფორმების თავისი სტრატეგია აქვს, რაც ალვესმა შესანიშნავად იცის.

დანის ორწლიანი კონტრაქტი დიდი ხნის წინ შევთავაზეთ. ჩვენი წინადადება ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობასაც ითვალისწინებდა. შემიძლია გითხრათ, რომ კონტრაქტში შემცირებული ხელფასი არ წერია, თუმცა ხელშეკრულება არც გასამრჯელოს მომატებას ითვალისწინებს.

ალვესთან შესანიშნავი ურთიერთგაგება მაქვს. ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა არ მინდა. ამიტომ, მის შესანარჩუნებლად ყველა ღონრეს ვიხმართ. თუმცა, მის კლუბში დასატოვებლად გამონაკლისს ვერ დავუშვებთ. მას მოსაფიქრებლად დრო აქვს. თუ დანი წასვლას მოისურვებს, ეს მისი უფლებაა. ჩვენ ერთმანეთს ხელს ჩამოვართმევთ და მეგობრებად დავშორდებით."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.