დუდეკი: "გვარდიოლას "ბარსა" გუნდი-პროვოკატორი იყო"
"რეალის" ყოფილი სათადარიგო მეკარე ეჟი დუდეკი, თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, მადრიდული გუნდის "ბარსელონასთან" დაპირისპირებაზე საუბრობს.
"გვარდიოლას მწვრთნელობის პერიოდში "ბარსელონა" გუნდი-პროვოკატორი იყო. "კლასიკოს" დროს მესი პეპესა და სერხიო რამოსს ბევრი ცუდ რამეს ეუბნებოდა. შეუძლებელია წარმოიდგინო, რომ ამ მშვიდ ადამიანს ეს შეეძლო. "ბარსელონა", ისევე როგორც მესი, პროვოკატორი იყო.
კატალონიელები ყოველთვის მზად იყვნენ ჩვენი პროვოცირება მოეხდინათ და ისინი ამას შესანიშნავად აკეთებდნენ. ეს ჟოზე მოურინიოს ტკივილს აყენებდა. ის ამბობდა, რომ ჩვენ მეტოქისგან იმით განვსხვავდებოდით, რომ მას პატივს ვცემდით. 0:5 წაგების შემდეგ კი ის იმაზე გაბრაზდა, რომ ჩვენ "ბარსელონას" ფეხბურთელებს მაისურები გავუცვალეთ."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]