ბოლო ვარჯიში "სიუტატ ესპორტივოზე" ლიგის ფინალამდე

ბოლო ვარჯიში "სიუტატ ესპორტივოზე" ლიგის ფინალამდე

"ბარსელონამ" დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრამდე "სიუტატ ესპორტივოზე" ბოლოჯერ ივარჯიშა. ვარჯიშში მონაწილეობა პირველი გუნდის ყველა ფეხბურთელმა მიიღო, მათ შორის ინიესტამაც, რომელიც, ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ, აქამდე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. ლუის ენრიკეს განკარგულებაში იყო "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელი მუნირიც.

"ბარსელონას" ფეხბურთელები ბერლინში ხვალ დილით გაემგზავრებიან, 21 საათსა და 45 წუთზე კი "იუვენტუსთან" თამაშამდე "ოლიმპიაშტადიონზე" ბოლოჯერ ივარჯიშებენ.

სურათები

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.