მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესოა

მესი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესოა

კომპანია MasterCard-ის შეკვეთით ჩატარდა გამოკითხვა იმის დასადგენად, თუ ვინაა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო. ფეხბურთის ევროპელი გულშემატკივართა უმრავლესობა თვლის, რომ ამ წოდებას "ბარსელონას" ვარსკვლავი ლიონელ მესი იმსახურებს.

ლეო მესიმ ხმათა უმრავლესობა, 27% მოაგროვა. მან დიდი სხვაობით ჩამოიტოვა ზინედინ ზიდანი, რომელსაც ხმათა 12% ერგო. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მესამე ადგილი დაიკავა რონალდუმ (11%), რომელსაც, შესაბამისად, რონალდო (7%) და დევიდ ბექჰემი (4%) მოსდევენ.

აღსანიშნავია, რომ მესიმ ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა 55+ ასაკის აუდიტორიისგან მიიღო. არგენტინელი საუკეთესოდ აღიარეს დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ესპანეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში, თურქეთში, რუსეთსა და უნგრეთში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.