ბობანი: "ჩავი სრულყოფილი ფეხბურთელია, მაგრამ პირლო უკეთესია"

ბობანი: "ჩავი სრულყოფილი ფეხბურთელია, მაგრამ პირლო უკეთესია"

"მილანის" ყოფილი ნახევარმცველი ზვონიმირ ბობანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონასა" და "იუვენტუსის" დაპირისპირების წინ ჩავისა და პირლოს ერთმანეთს ადარებს.

"ზიდანის შემდეგ პირლო უკანასკნელი 10 წელი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი იყო. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ის ძალიან კრეატიულია, შეუძლია თამაშის მიმდინარეობაზე 50-მეტრიანი გადაცემით ზეგავლენა, ძალიან კარგად შეუძლია ჯარიმების გამოყენება, აკეთებს ასისტებს, თამაშობს მარჯვენა და მარცხენა ფეხებით.

ჩავი შესანიშნავად არეგულირებს თამაშს. ის, მართლაც, სრულყოფილი ფეხბურთელია, თუმცა ვთვლი, რომ პირლო უკეთესია.

რაკიტიჩი? ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მე მოდრიჩი მომწონს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.